სხვადასხვა - Caucasian PET Company

სხვადასხვა

Caucasian PET Company
რუსთავი
სრული
1000-2000 ₾/თვე
15/04/2026
15/05/2026

სს " კავკასიან პეტ კომპანი " ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში .

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. ინჟინერ-ლაბორანტი ხარისხის სამსახურში - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური: ქიმია, სურსათის მრეწველობა, მედიცინა

** წინა თანამდებობა, მოვალეობები: ლაბორანტი, ხარისხის კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, ქიმიკოსი, წარმოების აუდიტორი, ხარისხის მაკონტროლებელი

** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა

** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება

** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება

** ქართული და რუსული/უკრაინული ენების ფლობა

** ხარისხის სერტიფიკატების შედგენის უნარი

** Excel და Word ფაილებთან მუშაობის გამოცდილება

** საერთაშორისო სტანდარტების ISO და HACCP ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** წარმოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

** ინსტრუქციებისა და წესების მკაცრი შესრულება

** პასუხისმგებლობა, სწრაფი ათვისების უნარი, ყურადღებიანობა

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი

** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა

** ნედლეულის და პროდუქციის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული გაზომვების (ტესტირებების) ჩატარება და შედეგების რეგისტრაცია

** პროდუქციის შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა, ხარისხის სერტიფიკატების გაცემის უზრუნველყოფა

** ნედლეულის მიღების პროცესის კონტროლი

** ხარისხის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო.

** სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის ცვლები + 2 დღე დასვენება).

** ანაზღაურება: 3 თვის სწავლების განმავლობაში 1500₾ ხელზე ან 8, 97₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ 2000₾ - დამოკიდებულია გამომუშავებული ცვლების რაოდენობაზე, ან 11, 96 ლარი საათში (საშუალოდ 15 ცვლა თვეში).

სოციალური პაკეტი მოიცავს:

** სამედიცინო დაზღვევა

** სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ. რუსთავში

** კორპორატიული მობილური ნომერი

** კვება შესვენების დროს

** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე

** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები)

2. ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში მაინც: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი

** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა

** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება

** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება

** ქართული და რუსული/უკრაინული ენის ცოდნა

** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე

** კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი

** წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა

** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე

** სწრაფი ათვისების უნარი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი

** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა

** მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება

** პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა

** საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი და მონაცემების ჟურნალში შეტანა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო.

** სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).

** ანაზღაურება: 3 თვის სწავლების პერიოდში 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ - 1800₾ ან 10, 76₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავებულ ცვლებზე).

სოციალური პაკეტი მოიცავს:

** სამედიცინო დაზღვევა

** სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ. რუსთავში

** კორპორატიული მობილური ნომერი

** კვება შესვენების დროს

** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე

** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები)

3. ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** განათლება და ჩამოთვლილი სპეციალობიდან ერთ-ერთის ქონა: ლაბორანტი; ტექნოლოგი; ინჟინერი; ხარისხის მაკონტროლებელი; სამედიცინო მუშაკი; ფარმაცევტი; ქიმიკოსი

** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა

** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება

** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება

** ქართული, რუსული/უკრაინული ენების ცოდნა

** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე

** ძალიან კარგი მხედველობითი უნარი

** წესებისა და ინსტრუქციების მკაცრად შესრულება

** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე

** სწრაფი ათვისების უნარი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი

** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება

** პროდუქციის გადარჩევა

** საამქროს სანიტარული მდგომარეობის კონტროლი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო.

** ძირითადი გრაფიკი: 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.

ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემთხვევაში: პირველი დღე დღის ცვლა - 08:00-დან 20:00-მდე, მეორე დღე ღამის ცვლა - 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება; ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემდეგ 8-საათიან გრაფიკზე გადასვლისას - 1 დღე დასვენება).

** ანაზღაურება: 3 თვის სწავლების განმავლობაში 1000₾ ხელზე. შემცვლელის პოზიციაზე ცვლებში მუშაობისას 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე). სწავლების დასრულების შემდეგ 1500₾ ხელზე. ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - 1800₾ ხელზე, 10, 76₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).

სოციალური პაკეტი მოიცავს:

** სამედიცინო დაზღვევა

** სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ. რუსთავში

** კორპორატიული მობილური ნომერი

** კვება შესვენების დროს

** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე

** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები)

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე:

ხარისხის კონტროლილაბორატორიული კვლევაISO/HACCPExcelრუსული ენაუკრაინული ენასაზომი ხელსაწყოები