ბუღალტერი
ქართული ლუდის კომპანიასს " ქართული ლუდის კომპანია " აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ახალი მარაგებისა და დებიტორ-კრედიტორების დარეგისტრირება;
** ადგილობრივი შესყიდვების (მარაგები) შემოწმება და კრედიტორზე აღრიცხვა;
** საწყობების პერიოდული გადამოწმება;
** ინვენტარიზაციის შედეგები: შედარება და სხვაობების ასახვა პროგრამაში;
** სხვადასხვა ყოველდღიური დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია: Exact Globe);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook)
სამუშაო პირობები:
** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ელ. ფოსტა . აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ელ. ფოსტა და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
