მოლარე-კონსულტანტი - ბაიკლენდი

მოლარე-კონსულტანტი

ბაიკლენდი
სრული
1100 ₾/თვე
12/05/2026
12/06/2026

შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.

"ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე, მოტოციკლეტების სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების გაყიდვების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, საჭიროებების დადგენა, კონსულტაცია და მომსახურება.

** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება.

** შოურუმში განთავსებული პროდუქციის კონტროლი.

** შოურუმში განთავსებული და მის პასუხისმგებლობაში არსებული კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის მოთხოვნა-გახარჯვის კონტროლი და ასევე ამ პროდუქციის ნაშთების სისწორეზე მუდმივი ზრუნვა.

** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია/აღწერაში მონაწილეობა.

** ასორტიმენტთან დაკავშირებული წინანდადებების წარდგენა.

** პროდუქციის გაყიდვა

** სალარო ოპერაციების წარმოება

** სალარო აპარატთან, საბანკო ტერმინალთან და ნაღდ ფულთან მუშაობა

** განხორციელებული სალარო ოპერაციების და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა.

** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;

** სამუშაო გამოცდილება სალაროს მიმართულებით;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** ორგანიზებულობა

** პუნქტუალურობა

** შედეგებზე ორიენტირებულობა

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა

** გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე.

** ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1100 ლარი (ხელზე ასაღები). გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ - შეთანხმებით, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;

** სამუშაო გრაფიკი: სრული;

** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე - კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გაყიდვებისალარო ოპერაციებიMS Officeინგლისური ენარუსული ენაკომუნიკაცია