კონტენტ კრეატორი - iTechnics
iTechnics logo

კონტენტ კრეატორი

iTechnics
სრული
14/05/2026
14/06/2026

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი " iTechnics " ეძებს კონტენტ კრეატორს , რომელიც იმუშავებს კომპანიის სოციალური არხებისთვის ვიდეო კონტენტის შექმნაზე.

iTechnics არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Apple-ისა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქცია, სმარტფონები, აქსესუარები, გაჯეტები და თანამედროვე ტექნიკა. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს ტექნოლოგიური სიახლეები მიაწოდონ მარტივად, საინტერესოდ და თანამედროვე ფორმატით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის TikTok, Instagram და Facebook არხებისთვის Reels / Short Video კონტენტის გადაღება;

** პროდუქტების, აქციების, შეთავაზებებისა და სიახლეების ვიდეო ფორმატში წარმოჩენა;

** ტექნიკის პროდუქტების მარტივად, გასაგებად და საინტერესო ფორმით გადმოცემა;

** iTechnics-ის ბრენდზე მორგებული ტრენდული ვიდეო იდეების მოძიება;

** პროდუქტების რეალური გამოყენების სცენარების მოფიქრება და გადაღება;

** მოკლე, დინამიკური და აუდიტორიაზე მორგებული ვიდეო კონტენტის შექმნა;

** მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტ იდეებზე მუშაობა;

** ვიდეოს მარტივი მონტაჟი CapCut-ში ან სხვა მსგავს აპლიკაციაში.

მოთხოვნები:

** TikTok-ის, Instagram Reels-ისა და Facebook Reels-ის ფორმატების ცოდნა;

** სოციალური ქსელების ტრენდების კარგად გაგება;

** ვიდეო გადაღების და კადრის სწორად აწყობის ცოდნა;

** კრეატიული აზროვნება;

** ტექნიკით, გაჯეტებით და თანამედროვე პროდუქტებით დაინტერესება;

** სასურველია CapCut-ის ან სხვა მარტივი მონტაჟის პროგრამის ცოდნა;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** iTechnics-ის ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;

** დინამიკურ და კრეატიულ სამუშაო გარემოს;

** საინტერესო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობას;

** მარკეტინგის გუნდთან აქტიურ თანამშრომლობას;

** განვითარებისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: დისტანციური

** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი გადაღებული ვიდეოების, TikTok-ის ან Instagram Reels-ის მაგალითები და პორტფოლიო.

TikTokInstagram ReelsFacebook Reelsვიდეო გადაღებაCapCutვიდეო მონტაჟიკრეატიულობასოციალური მედია