მიმტანი - სასტუმრო Hilton Batumi
ბათუმი
სრული
07/05/2026
07/06/2026

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.

ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს დეტალურად ცოდნა;

** მაღალი ხარისხის სერვისის წარმოება;

** ეფექტური კომუნიკაცია სტუმართან;

** მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობის მაღალი სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;

** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები და სარგებელი:

** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;

** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;

** უფასო კვება;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში;

** სამოგზაურო პროგრამა GO Hilton.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

მენიუს ცოდნაკომუნიკაციაინგლისური ენასერვისიმასპინძლობა