წარმოებაში ნედლეულის მიმღების - G&A Group
G&A Group logo

წარმოებაში ნედლეულის მიმღების

G&A Group
თბილისი
სრული
12/05/2026
12/06/2026

"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში ნედლეულის მიმღების პოზიციაზე

მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება) კვალიფიკაციის მიხედვით.

ნედლეულის მიმღების მოვალეობებია:

** საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება;

** საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა;

** მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;

** წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა;

** მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლიანობა;

** თვეში ერთხელ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღების მზაობა;

** ბუღალტრის მითითებების შესრულება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** სამუშაო ფორმას;

** ერთჯერად კვებას;

** დილის საათებში მეტრო "სარაჯიშვილიდან" ტრანსპორტირებას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ნედლეულის მიღებააღრიცხვაინვენტარიზაციაპასუხისმგებლობაპუნქტუალურობა