ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი - პრემიუმ მედსერვისი

ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი

პრემიუმ მედსერვისი
თბილისი
სრული
1000 ₾/თვე
16/05/2026
16/06/2026

შპს " პრემიუმ მედსერვისი " აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე;

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); პლუს ბონუსები

ძირითადი ფუნქციები:

** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;

** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;

** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;

** ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;

** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი);

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** დროის მენეჯმენტი;

** სისხარტე, ოპერატიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ.

ფლებოტომიასისხლის აღებაHIS/LISსაკვლევი მასალის დამუშავებადროის მენეჯმენტი