ხაზინის უფროსი - გირო კრედიტი

ხაზინის უფროსი

გირო კრედიტი
თბილისი
სრული
24/04/2026
15/05/2026

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);

** საოფისე პროგრამების ცოდნა - პრიორიტეტულია MS Excel;

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიმალური, კონკურენტუნარიანი და მოგებაზე ორიენტირებული ვალუტის გაცვლის კურსების განსაზღვრა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება დამსაქმებლის ფილიალებისთვის;

** Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გარიგებების დადებისას დამსაქმებელი კომპანიის სალაროს შესაძლებლობის/მდგომარეობის/ნაშთის გათვალისწინება;

** დამსაქმებლის ფილიალების ინკასაციის საჭიროების დადგენა და დავალებების გაცემა შესაბამის პირებზე ინკასაციის შესახებ;

** კლიენტებთან; პოტენციურ კლიენტებთან და შემთხვევით შერჩევით, სავალუტო და არასავალუტო ბაზარზე აქტიურ მესამე პირებთან მუდმივი კომუნიკაცია, ფულადი საოპერაციო მომსახურების შეთავაზების გზით, მათი მოზიდვის მიზნით;

** დამსაქმებლის ფილიალებში ლიმიტების კონტროლის განხორციელება;

** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით, წესების, პოლიტიკის, ბრძანების, მითითებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხაზინის უფროსი

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/

BloombergMS Excelინგლისური ენაფინანსური ანალიზიკომუნიკაციალიმიტების კონტროლი