ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი - Georgian AirLink

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

Georgian AirLink
სრული
1200-1500 ₾/თვე
16/05/2026
16/06/2026

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" -ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;

** ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;

** თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა

** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

** თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ინიციატივების განხორციელება;

** თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;

** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი;

** კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR მიმართულებით (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);

** შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** გუნდში მუშაობის უნარი

** კონფიდენციალურობის დაცვა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00 სთ

** ანაზღაურება: 1200-1500

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე:

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

რეკრუიტინგიშრომის კანონმდებლობაMS WordMS ExcelMS PowerPointMS Outlookადმინისტრირება